Wednesday, August 3, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა




პროექტის სახელწოდება:ვაჟა- ფაშაველა.

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:უფრო ღრმად ჩაახედოს,უფრო დაახლოოსმოსწავლე შემოქმედის სამყაროსთან.


პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმით რომ, მოსწავლეები გაიაზრებენ მწერლის სულიერ სიდიდეს,ჰუმანურობას, უბრალო ხალხის სიყვარულს.



პროექტის მიზნები:მოსწავლეები მიეჩვევიან ფიქრს,ძიებას, მსჯელობას, დასკვნების  გამოტანას.



მონაწილეთა ასაკი:14-15წელი.


ვადები/ხანგრძლივობა:    ორი-სამი თვე


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოზარდებისთვის სულიერი საზრდოს მიცემა,ვაჟასეული სიყვარულის გააზრება,რომ მას მთელი სამყარო უყვარს, რომ გულგრილობა საზარელი სენია.ბლოგზე დაიდება მოსწავლეების მიერ მოძიებული მასალა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ლიტ-რა  თედო სახოკია,,ჩემი საუკუნის ადამიანები,თამარ რაზიკაშვილი-მოგონებები ვაჟა- ფშაველაზე. ექვთიმე თაყაიშვილი-მოგონებები. სანდრო შანშიაშვილი-მოგონებები.


პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):კლასში არის 14 მოსწავლე.კლასს დავყოფ სამ ჯგუფად,თითო  ჯგუფს მივცემ 3-3 დავალებას, ჯგუფებს ეყოლებათ თვისი ლიდერი, რომლებიც განიხილავენ მოსწავლეთა მოძიებულ მასალას.მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ შემდეგი მასალები:ვაჟას ბიოგრაფიული ცნობები,-სასწავლებელი,ვაჟა-სოფლის მასწავლებელი,ვაჟას ოჯახი, კონფლიქტი ადგილობრივ ადმინისტრაციასთან,ვაჟა-დღიურ ლუკმაზე ფიზიკურიშრომით მებრძოლი,ვაჟას პირადი წერილები, ვაჟა აკაკის იუბილეზე,ვაჟა გაზეთ ,, ივერიის''რედაქციის ხშირი სტუმარი,ვაჟას სიტყვა ი. ჭავჭავაძის ცხედართან.ვაჟას წერილი ,, ვერ მოჰკლეს''.მოსწავლეთა პრეზენტაციების შეფასება მოხდება მასწავლებლის მიერ.მოსწავლეები შეფასდებიან მათ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების- ნამუშევრების მიხედვით,თუ როგორ პასუხობს მათ მიერ მოძიებული მასალები პროექტისმიზნებს..


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:პროექტს კავშირი აქვს :ისტორიასთან,ხელოვნებასთან, ქართულთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.ქართ.8.4.მოსწავლე ირჩევს და იყენებს ზეპირი გამოსვლის მომზადების სტრატეგიებს.ქართ.8.6მოსწავლე აანალიზებს ტექსტის შესაბამისობას ,კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.ქართ.8.11 . მოსწავლე ირჩევს წერილობითი ტექსტის ფორმასა და სტილს მიზნისა და აუდიტორიის გამოყენებით.ქართ.8.12.მოსწავლე მიმართავს წერით სტრატეგიებს  ნაწერის ეფექტური ორგანიზებისთვის.
კლასი იყო დაყოფილი 3 ჯგუფად: პირველი ჯგუფის მოწოდებული  მასალები: ვაჟა ოჯახური მდგომარეობა-ოთარაშენში ამილახვარის ოჯახში გაიცნო და შეიყვარა მომავალი მეუღლე ეკატერინე ნებიერიძე.ის გარდაიცვალა 36 წლის ასაკში-ძეობის დროს.მისგან ვაჟას დარჩა ერთი ვაჟი და სამი ქალი.
1904 წელს შეირთო დედაბრიშვილის ასული თამარი, მისგან ვაჟას ერთი ვაჟი შეეძინა.
ვაჟა-სოფლის მასწავლებელი.
1882წელს დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია და დაინიშნა სოფლის მასწავლებლად სოფ. ამტიხევში-ერთი წლით.იყო გლეხობის დიდი მეგობარი მოსარჩლე. ამის ნიადაგზე შეტაკება მოუხდა მემამულე ხომშიაშვილთან რომელიც სოფლის გლეხობის მიწებს დაეპატრონა. ასევე ფიზიკურად  შეებრძოლა სოფლის მღვდელს რომელიც მარტო სარგებლობდა იახსარის(ხატის) ნიშის ეზოთი, ყოველივე ამის გამო აიძულეს სკოლა დაეტოვებინა. 1886წელს ვედავთ დითთოეთში ორი წელი იმუშავა მასწავლებლად.აქაც მოუხდა შეტაკება ადმინისტრაციასთან.საქმეში ჩაერია წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მაგრამ ვაჟას მაინც მოუხდა სკოლის დატოვება.
მერე ჯგუფის მოწოდებული მასალები:ვაჟა დღიურ ლუკმაზე მებრძოლი.
1888წელს იგი საბოლოოდ დასახლდა ჩარგალში. ფიზიკური შრომით არჩენს ოჯახს, თესავს,ხნავს,მკის,ღარიბი პოეტი ფეხსიშველა ეწეოდა გუთანს.
თუ მიწა არ ვჩიჩქნე პური არ მოვიყვანე, ყველანი მშივრები დავიხოცებით  ამბობს იგი. ჩემი პოეტობა,მწერლობა ნავთის და მარილის ფულ ძლივს მაძლევს, უთქვამს ვაჟას თავის მეგობარ შამანაურისთვის.
ამ დროს იგი  არის ავტორი    ,,გოგოთურ და აფშინა''  ,, ალუდა ქეთელაური''     ,,სტუმარ-მასპინძელი''  ,,ბახტრიონი''
მესამე ჯგუფის მოწოდებული მასალები:
ვაჟა გაზეთ    ,,ივერიის'' რედაქციის   ხშირი სტუმარი. ი.ჭავჭავაძე მეტად აღტაცებული იყო ვაჟას შემოქმედებიტ. მისი ლექსები მოთხრობები სისტემატიურად იბეჭდებოდა გაზეთ ,,ივერიაში'' თავისი სტუმრობით ვაჟა ,,საუკუნო საგზალს'' უტოვებდა რედაქციას.
ვაჟა აკაკის იუბილეზე. ვაჟა ყველა მნიშვნელოვან საღამოსა და იუბილეში იღებდა მონაწილეობას.მან მონაწილეობა მიიღო აკაკის იუბილეში 1908 წელს. მან თავისი ლექსით ,,აკაკის საიუბილეოდ'' დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებაში მოიყვანა და აკაკის საღამო ვაჟას საღამოდ იქცა. ასევე მოაწოდეს მოსწავლეებმა ფოტო მასალები.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ფატიმა ჩარკვიანი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა.fatimacharkviani@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი,fatimacharrrrrrkviani.blogspot.com

1 comment:

  1. ვაჟა-ფშაველას შემოქმედება სრულად შეგიძლიათ იკითხოთ უკვე ვებ გვერდზე http://vaja.3owl.com

    ReplyDelete